|
2018-09-27 23:29:32, 2407 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, - მომავალი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. პოზიტიურად შეფასდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის სამიტში, რომელიც როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მხარებმა ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ როგორც საქართველო, ისე მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან და შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მოქმედებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)