17:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 13:48:12, 2093 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი ხელისუფლებაზე: იესო ქრისტეც რომ დადგეს ჩვენს გვერდით, მაინც რაღაც მიზეზს მოძებნიან

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართავს, რომ გვერდით დაუდგნენ. 

მაჩალიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან შვილმოკლული მამების აქციას "ნაციონალური მოძრაობის" აქცია უწოდა. მაჩალიკაშვილის თქმით, მას აღაფრის იმედი აღარ აქვს. 

„თუ დგას აქ 10 „ნაციონალი,“ მაშინ გამოვიდეს ეს კობახიძე და მოიყვანოს 9 ადამიანი, თვითონ მე-10 იქნება. დამიდგეს, მაშინ სხვები იტყვიან, რომ „ქოცები“ დგანან მაგათ გვერდითო. დაგვიდგეს მაშინ გვერდით. თუ გააჩნიათ ადამიანობა, სინდისი, ნამუსი, ცოტა მაინც ქართული სისხლი, ქართული კაცობა. მე ამათ ვერ გავუგე. ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები არიან, თვით იესო ქრისტე რომ დადგეს ჩვენს გვერდით, მაინც რაღაც მიზეზს მოძებნიან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების პროტესტი 2 კვირაზე მეტია გრძელდება.ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ შვილმოკლულ მამებს გვერდით დაუდგნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics