|
2018-09-26 11:18:12, 1769 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია
საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, - ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ხოლო Grace Farms Foundation-ის მხრიდან პრეზიდენტმა შერონ პრაინსმა მოაწერეს. ღონისძიებაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და აღინიშნა, რომ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა სრულიად სხვა მიმზიდველობას შესძენს ბიზნესის კეთებას საქართველოში და ამავდროულად, გაზრდის ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას, რაც მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეფორმატორი, რომლის წარმატებული რეფორმების გაზიარებით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. "საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. საქართველოში ბიზნესში უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესახებ Grace Farms Foundation-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ოქტომბრის ბოლოს, თბილისში იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)