|
2018-09-25 13:14:01, 1969 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით 25 სექტემბერს ნიუ იორკს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი მე -14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი გაეროს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სამუშაო პანელზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. გიორგი მარგველაშვილი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. ქვეყნის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატებში „ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიის ქართველ კადეტებსაც შეხვდება. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას 2018 Annual Awards Dinner დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება. წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი" თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო გამოცემებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 სექტემბერს დასრულდება.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)