02:14 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 00:04:14, 2586 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გაეროში ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური გაეროს შტაბბინაში დღეს ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს მოგვიანებით სიტყვით მიმართავს. 

მშვიდობის სამიტი, რომელიც ნელსონ მანდელას დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება, ფოკუსირებულია გლობალურ მშვიდობაზე და მსოფლიო ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის, კონფლიქტების პრევენციისა და გადაჭრის, მშვიდობის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და გრძელვადიანი განვითარების ინიციატივებისადმი. 

 სამიტზე ასევე მიიღებენ პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც ნელსონ მანდელას ღირებულებებისადმი ერთგულებას დაადასტურებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics