02:15 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 00:02:21, 1938 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. 

ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე და ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე.

აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და მისასალმებელია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მიაღწია.

 განსაკუთრებით გაესვა ხაზი განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

 მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობაზე. 

 პრემიერმა ფედერიკა მოგერინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად და ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics