|
2018-09-24 14:32:23, 2077 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას. ჰუბერტ კნირშმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარეებმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)