|
2018-09-23 12:56:04, 2014 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც
შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-სთან, ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის"ეთერში განაცხაა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიდი ოთხეულის წარმომადგენმელმა კომპნიამ დაასრულა ტეტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა საქართველოსა და აშშ-ს შორის და ეკონომიკური ციფრებიც ძალიან იმედის მომცემია. „აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი: პირველი - ეკონომიკური განზომილების - რომ მართლაც, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართელოსა და აშშ-ს შორის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ უკუგებას მოუტანს ორივე ქვეყანას და რა თქმა უნდა, ამავე დროს არის ძალიან პოლიტიკური შემადგენელიც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგია, რომ საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც სწორედ ასეთი ხედვა აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკითხი არის პრინციპული და საქართველოს აქვს მხარდაჭერა ყველა დონეზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)