|
2018-09-22 14:18:58, 2011 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო
"ვიცი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს. „ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ სადაც კითხვა არსებობს, იმ კითხვებზე ჩავეძიოთ ყველას და გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი. ეს არის ჩვენი ამოცანა. კორუფციას ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ამაში აუცილებლად საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხების გაცემა",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე საქმესთან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირს გამორიცხავს. „ამას პირდაპირ ვიტყვი - გამოვრიცხავ. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ეს არის მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, აქ არის ეს საქმე ჩასაძიებელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, ამ საქმით. ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ საქმეს ნათელი მოეფინოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)