|
2018-09-21 15:49:08, 2177 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი კონფერენციას „საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კონფერენციას „საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო. კონფერენციაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021“ განიხილეს. „საქართველოს მოსახლეობის საკამოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 40%-ზე მეტი, სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. შესაბამისად, მათთვის პირობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ისეთ ეკონიმიკურ საქმიანობასთან, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება ან სხვა ეკონომიკური საქმიანობები, რაც სოფლად ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. სოფლის განვითარების სტრატეგია მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია სწორი პოლიტიკით სოფლის განვითარების პროცესი სწრაფი და შეუქცევადი გავხადოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)