|
2018-09-21 12:06:03, 2546 ნახვა
პოლიტიკა
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გადმოვა - ქუთაისის შენობაში შსს საპოლიციო ჰაბს განათავსებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან გადმოვა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ქუთაისში მდებარე შენობა უფუნქციოდ არ დარჩება და შენობა შს სამინისტროს გადაეცემა. „გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა დაბრუნდეს თბილისში. მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს ქალაქ თბილისის საპარლამენტო სასახლე. რაც შეეხება, ქუთაისის შენობას, სადაც უკვე 6 წელია ტარდება პლენარული სხდომები, მას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ეს შენობა უფუნქციოდ არ დარჩება. მოეძებნება საკმაოდ საინტერესო დანიშნულება. არის საუბარი, რომ დასავლეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბი იქნეს მოწყობილი. ასევე საუბარია აკადემიაზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)