|
2018-09-20 19:50:02, 2433 ნახვა
პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გამოქვეყნდა
საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა და პლენარულ სხდომაზე მას კენჭს უყრის. პარლამენტის დადგენილება კომისიის მიერ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირების დადგენის მცდელობას, მირზა სუბელიანის მხრიდან გამოძიებაზე შესაძლო ზემოქმედებას და სხვა საკითხებს ეხება. კერძოდ, "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში ასახულია რეკომენდაცია სამართალდამცავთა მიმართ, გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აგრეთვე, მმართველ გუნდი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობისას ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე. სრული დადგენილების სანახავად გადადით ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1CZ7Im9kPvAvOQwshSK0U93bIXY3RKjni/view
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)