|
2018-09-20 12:45:39, 2270 ნახვა
სამართალი
ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის“ ორგანიზებით, თბილისში, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი პროექტი „კალკანის“ სამუშაო ჯგუფის და ოპერაცია „კორალის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების საერთაშორისო შეხვედრები მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს პროექტი „კალკანის“ წევრი ქვეყნების 28 დელეგატი: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და ოპერაცია „კორალის“ 53 მონაწილე. შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წევრები. პროექტი „კალკანი“ 2002 წელს ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის გაღრმავებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო მეტი ტერორისტის საერთაშორისო დონეზე ძებნა და დაპატიმრება. ოპერაცია „კორალი“ კი ცენტრალური აზიიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებიდან ინტერპოლის მიერ შერჩეულ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთა შორის საქართველოც არის. ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მიზანია ცენტრალურ აზიაში მოქმედი უცხოელი მებრძოლი-ტერორისტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. თბილისში მიმდინარე ინტერპოლის წევრი ქვეყნების შეხვედრების მიზანია აღნიშნული ინფორმაციის პერიოდულად განახლების მექანიზმების განხილვა, ტერორისტთა გადაადგილების ახალ ტალღასა და მათი ადგილსამყოფელის არეალის შეზღუდვის აუცილებლობაზე მსჯელობა. პროექტ „კალკანის“ ფარგლებში, საერთაშორისო შეხვედრები თბილისში 18-19 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ოპერაცია „კორალის“ მონაწილეთა შეხვედრები 20-21 სექტემბერს იმართება.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)