|
2018-09-20 12:39:35, 1664 ნახვა
პოლიტიკა
„სრული ფორმალობა, ფარსი და კლოუნადა“ – „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს
„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. კახიძე კომისიის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იგი თავს ესხმის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც. "ევროპული საქართველო მონაწილეობდა უწყებათაშორისი საარჩევნო კომისიის მუშაობაში. ჩვენ წარვადგენდით ჩვენს პრეტენზიებს, საჩივრებს, ვაფიქსირებდით დარღვევებს, მაგრამ ამ კომისიის მუშაობა როდესაც თავჯდომარეობს ქალბატონი წულუკიანი არის სრული ფორმალობა, ფარსი, კლოუნადაც კი. ისე ცდილობს წიყვანოს ეს პროცესი ქალბატონმა წულუკიანმა. დახურულია მედიისთვის, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს შიგნით რაც ხდება. არცერთ დარღვევაზე არ დაფიქსირებულა ადეკვატური რეაგირება. მინისტრი თავს ესხმის არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც და პრაქტიკულად იქ დარჩენის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ და სანამ ეს ესეა, სანამ ასეთი ფარსია, სანამ ასეთი პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი ხელმძღვანელობს ამ პროცესს ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს, რომ გავაგრძელოთ ყოფნა და მუშაობა აღნიშნულ კომისიაში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)