|
2018-09-20 11:47:53, 1796 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - რუსეთი სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს
საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე; რუსეთი კი სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. "ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საკმარისად მკაცრი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ძალიან იმედისმომცემი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით, რადგან დიალოგი უალტერნატივოა. "თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის კონტექსტიც, რადგანაც არასტაბილურობა და, შესაბამისად, გამოწვევებიც იზრდება. მაგრამ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან უმაღლეს დონეზე არის ძალიან ნაყოფიერი და პოზიტიური ნაბიჯი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)