|
2018-09-20 00:41:20, 1859 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა. სენატორმა როჯერ უიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მან პოზიტიური შეფასება მისცა ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სენატორმა რწმენა გამოთქვა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. საარჩევნო პროცესს ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება. პრემიერ-მინისტრისა და სენატორის შეხვედრა აშშ-ის სენატში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)