|
2018-09-19 10:52:19, 2247 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა ბობ კორკერმა და ბობ მენენდესმა აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე - საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მნიშვნელოვან თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ და დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და გაფართოებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)