|
2018-09-19 10:03:17, 1937 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიან უიტმორი - აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ - ევროპულ საქართველოში
აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. "ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია", - განაცხადა ბრაიან უიტმორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)