|
2018-09-16 10:10:52, 3130 ნახვა
პოლიტიკა
მარიხუანას კანონთან დაკავშირებით მღვდლები სამებისკენ მსვლელობას მოაწყობენ
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა. სამების ტაძარში ღვთისმსახურება, კვირას, 10.00 საათიდან დაიწყება. საკრებულოსთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა კანაფის წარმოებასა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ თბილისის სამღვდელოება დღეს შეიკრიბა და გადაწყვიტა განცხადება გაეკეთებინა. „ჩვენ მრევლის პოზიციას გამოვხატავთ. მრევლმა გვაიძულა გამოვსულიყავით აქ. მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ. დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს. ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)