|
2018-09-12 13:16:50, 1256 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეწვია
დღეს საქართველოს პირველად ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ესტუმრება. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორია და ავიგდორ ლიბერმანი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს. თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)