|
2018-09-12 10:12:40, 1274 ნახვა
პოლიტიკა
თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია
თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან. გიორგი მარგველაშვილის სახელით ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი კიდევ ერთხელ ნათელი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის. ,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნირთან დაგეგმვა იმ შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბლისიში, სადაც სწორედ მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე'', - აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)