|
2018-09-11 22:13:40, 1059 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქობულია: ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და ის კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს
„მიგვაჩნია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოში ძალიან გამართული და ძლიერი საკრედიტო პორტფელი აქვს. აღნიშნული ბანკი ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხებში სხვადასხვა დარგში გვიწევს მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და მოიტანს კიდევ უფრო მეტ შედეგს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, შეხვედრა ბრუნო ბალვანერასთან იყო ძალიან პროდუქტიული, რომლის დროსაც განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)