|
2018-09-11 16:58:02, 1329 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს - საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი. საბჭოს სხდომაზე საკითხები წარადგინეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე განიხილეს ასევე შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და ეროვნული მედეგობის გაზრდის შესაძლებლობები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)