|
2018-09-10 16:33:01, 1206 ნახვა
პოლიტიკა
პლენარული სხდომები 21-23 სექტემბერს გაიმართება
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომდევნო სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. დეპუტატები კენჭს უყრიან წინა სხდომებზე განხილულ საკითხს - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". პარლამენტი სასესიო კვირაში „საქართველოს შრომის კოდექსსა" და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. დეპუტატები სსიპ- საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშს მოისმენენ. სხდომაზე, ასევე, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში იქნება წარმოდგენილი. დღის წესრიგით წარმოდგენილია ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც ბიურომ შესაბამის კომიტეტებს გადასცა განსახილველად. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარული სხდომები 21-23 სექტემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)