|
2018-09-09 18:08:18, 1111 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დაზუსტებით პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. „არ მაქვს უფლებამოსილება წინასწარ გავაკეთო განცხადებები. ძალიან მალე იქნება ამის შესახებ ცნობილი. აქ არ არის მარტო ერთ კანდიდატზე საუბარი, აქ ლაპარაკია, რა ფორმით და როგორ დავუჭერთ მხარს იმას, ვისაც შევარჩევთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღევანდელი პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდება ცნობილი, ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე. "გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი, თუ უნდა დაეჭირა მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. რაც შეეხება კანდიდატების სიას, როგორც გავიგე საკმაოდ დიდია, 40-ზე მეტი ადამიანია ამ სიაში, ყველას ალბათ არ განვიხილავთ, მაგრამ ამ კანდიდატებიდან უნდა წარმოვადგინოთ ერთი. ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)