|
2018-09-08 17:26:47, 3333 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაევალათ
ექსკლუზივი - პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და აქტივისტებს დღეს ოფიციალურად დაავალეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს აჭარის, გურიის, იმერეთის, ასევე ქართლისა და კახეთის რაიონულ ორგანიზაციებში "ქართული ოცნების" აქტივი დაიბარეს. განგრძლივი საუბრის შემდეგ, აქტივისტებს და კოორდინატორებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, პარტიის თბილისის ორგანიზაციის კოორდინატორებმა აგვისტოს ხელფასიც აიღეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას მომდევნო კვირიდან შეუდგებიან. ოფიციალურად კი ცნობილია, რომ მმართველი გუნდის პოზიცია 9 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარტიის ოფისში პოლიტსაბჭო ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)