|
2018-09-08 11:25:39, 1338 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა დღეს იწურება
დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით მიმართოს. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერია ანა მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. "სამართლებრივად, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები. ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან", - განაცხადა მიქელაძემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის 41 კანდიდატია რეგისტრირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)