14:27 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 14:19:47, 1183 ნახვა

კომენტარი
ზოიძე - კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, ისეთივე სანქციები უნდა დაწესდეს, როგორიც თამბაქოზეა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, ისეთივე სანქციები უნდა დაწესდეს, როგორიც თამბაქოზეა.

როგორც ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანაფის მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს. დეპუტატის განმარტებით, კანაფის მოწევა თამბაქოს მსგავსად საჯარო ადგილებში აკრძალული უნდა იყოს.

"ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ასე შემდეგ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

ცნობისთვის, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics