|
2018-08-29 13:49:11, 869 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე მნიშვნელოვანია, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის საკრებულოს მიერ ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვიდრე შერჩეულ ქუჩაზე ჩატარდება სრული აღრიცხვა და ნომრების მინიჭება, განთავსდეს სადემონსტრაციო-საინფორმაციო დაფა, როგორც ეს ქართველ გმირს შეეფერება. აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა. „აგვისტოს თვე არის მძიმე თვე ჩვენი ქვეყნისთვის. წელს შესრულდა 10 წელი აგვისტოს მოვლენებიდან. მივესალმები საკრებულოს გადაწყვეტილებას, ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე მინდა ვითხოვო, რომ მოკლე ვადებში მოხდეს სადემონსტრაციო დაფის განთავსება აღნიშნულ ქუჩაზე. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის თავდადებული გმირები უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ მთელი წლის განმავლობაში და ყოველდღე უნდა მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და თავდადება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აღსანიშნავია, რომ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ამ ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა საკრებულოს 15 მარტის სხდომაზე მოხდა.
(NS)
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)