|
2018-08-29 12:30:33, 1813 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაქსიმალური პრევენციისთვის, მთავრობა დადგენილებას იღებს
ჩვენი პასუხი ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და შეფასდა, როგორც უმაღლესი სტანდარტის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს ამოცანა აქვს ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზეც. „რაც შეეხება იმ კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია მე ვიცი, რომ საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენს განწყობებსა და მიდგომებს, დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება ამ არჩევნებზე. ეს დადგენილება და პრინციპები, რომელიც გაწერილია მასში, ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი კომუნიკაციის საკითხს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)