|
2018-08-29 12:25:34, 1780 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც ერთობლივად ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. „ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე - იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ. ეს კი საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე - რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)