|
2018-08-28 12:01:56, 1735 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიები ცესკო-ს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
პოლიტიკური პარტიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკოს) ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად, ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ცესკომ გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს. მათივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადინისტრაციის რეფორმა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. „აღნიშნული რეფორმის განსახორციელებად საჭიროა თანმიმდევრლი მუშაობა, მათ შორის შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით. ამ დრომდე, კი იმისთვის, რომ მოცემული მოდელის ფარგლებში მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც თავისთავად აისახება არჩევნების სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცესკომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები: საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევისას უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, მათ შორის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების მეშვეობით, ნაციონალური თუ რეგიონლური სატელევიზიო საშუალებების, ბეჭვდითი და ინტერნეტ სივრცის გამოყენებით; გაწეროს და საჯაროდ ცნობილი გახადოს კონკრეტული და მკაფიო შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც განუხრელად იქნება დაცული საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში; უზრუნველყოს შერჩევის პროცესისას ზეპირი გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობა საოლქო კომისიების წევრების მიერ და შესაძლებელი გახადოს აღნისნული გასაუბრების საჯარო ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის მეშვეობით; მოახდინოს ცესკოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ახალი საქართველო; ევროპელი დემოკრატები; ევროპული საქართველო; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ); ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ); თავისუფალი დემოკრატები; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის; რესპუბლიკური პარტია; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის; ლეიბორისტული პარტია.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)