|
2018-08-26 14:19:11, 1510 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში არიზონას შტატში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ინფორმაცია გავლენიანი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ, ოჯახმა გაავრცელა. როგორც ცნობილია მაკკეინი თავის კიბოს ებრძოდა და მძიმე ოპერაციაც გადაიტანა. 2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი. ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა განაცხადა რომ, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)