|
2018-08-24 13:53:23, 1669 ნახვა
პოლიტიკა
ანგელა მერკელმა საქართველო დატოვა [ვიდეო]
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანცლერს გერმანელი ჯარისკაცები დახვდნენ. კანცლერის სამხედროებს გაესაუბრა, შემდეგ კი, მათთან ერთად გოტო გადაიღო. თვითმფრინავის ტრაპთან ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიაცილა. შეგახსენებთ, ანგელა მერკელი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის დეპუტატებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დღეს იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რის შემდეგაც სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო. ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა, შემდეგ კი, კავკასიურ ტურნეს აზერბაიჯანში განაგრძობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)