|
2018-08-24 11:38:09, 931 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში
„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ისეთ სექტორებში როგორიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვა და სხვა. „დღეის მდგომარეობით, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარების და შეღავათიანი სესხის სახით. მნიშვნელოვანია გერმანული მხარის მხარდაჭერა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებითაც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)