|
2018-08-24 11:26:27, 1034 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონტექსტში, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ
ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სტუდენტმა მას ჰკითხა, რამდენად დაუახლოვდა საქართველო ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და რამდენად რეალისტურია ალიანსში ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებაზე საუბარი. „გულწრფელად რომ გითხრათ, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, მაგრამ სწორედ ამ კონსტელაციაში, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია და ასეთი დარჩება“, – აღნიშნა მერკელმა. მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ბოლო სამიტზე ნატო-საქართველოს პაკეტი დამტკიცდა, „მიუხედავად ამისა, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში იღებენ მონაწილებს ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, ჩვენი ქვედანაყოფების სტანდარტები. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)