|
2018-08-24 11:05:39, 967 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით თანამშრომლობაზე
ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მერკელმა აღნიშნა, რუსული გაზის მიღება ევროპისთვის უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნის. „ცივი ომის დროსაც ევროპას და რუსეთს, მაშინ საბჭოთა კავშირს, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ენერგომიმართულებით. ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც ისეთი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, იქნებ გადავწყვიტოთ პრობლემა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)