|
2018-08-24 10:56:49, 921 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა აქვს
„საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს გამართულ შეხვედრაზე, სტუდენტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა. „რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ჩემი აზრით, ეს არ არის ახალი ინიციატივა. ჰაიკო მაასმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა და ამას გამოხატავს. ჩვენ უკვე გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, დავდეთ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. უახლესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ დავგეგმავთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას სამომავლოდ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)