|
2018-08-24 10:43:34, 1063 ნახვა
პოლიტიკა
ანგელა მერკელი - მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, რომელიც რჩება უდიდეს უსამართლობად
„მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორია", - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის კითხვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. „კითხვებზე პასუხისას ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - „უსამართლო მდგომარეობა“, არ იყენებთ სიტყვა „ოკუპაციას“. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ?", - მიმართა სტუდენტმა ანგელა მერკელს. საპასუხოდ მერკელმა განაცხადა: "მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად“.
კანცლერის პასუხს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. „გუშინ მე აღვნიშნე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის წინაპირობა. მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)