11:08 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 02:19:34, 930 ნახვა

პოლიტიკა
ტომას ბარაიბი: "დოიჩე ბანი" საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში „დოიჩე ბან"-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, „საქართველოს რკინიგზისა" და „დოიჩე ბან"-ის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე.

ტომას ბარაიბის განცხადებით, საქართველოს მხარესთან „დოიჩე ბანი" იწყებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი ფუნქცია არა მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის, ასევე მასში შემავალ ქვეყნებს შორის დაკავშირების მიმართულებით, რაშიც „დოიჩე ბანი" ძალიან არის დაინტერესებული", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ.

„დოიჩე ბანი" ერთ-ერთი იმ კომპანიათა შორის, რომელთა აღმასრულებელი დირექტორებიც საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ქართველ საქმიან კოლეგებთან 24 აგვისტოს მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ პირველად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და გერმანულ სარკინიგზო კომპანიას შორის 2016 წელს გაფორმდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზას" მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics