|
2018-08-23 19:02:26, 1471 ნახვა
პოლიტიკა
ანგელა მერკელი: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო-გერმანიის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია. „ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს და გერმანიას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალიან კარგი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის“, - აღნიშნა მერკერმა. ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა შემცირებულია. „საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)