|
2018-08-23 18:19:35, 1191 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე მერკელს: დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ქართულ-გერმანულ ურთერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გერმანიის კანცლერის და მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსთვის ფასდაუდებელია. „ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. იმ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან ისტორიასაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ 2018 წლის საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში. ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩვენი მხარდამხარ დგომისა და ურთიერთ მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია“, - განაცხადა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)