|
2018-08-23 15:56:52, 915 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით პარტიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის მათ შეუძლიათ პირველი სექტემბრის ჩათვლით მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) რიგით ნომერთან დაკავშირებით (არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა). როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას. „თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები. რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვებიდან“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)