|
2018-08-23 13:42:56, 935 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ოკუპაციაზე, ნატო-ში ინტეგრაციასა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ
„გერმანიის კანცლერთან სამ ძირითად თემაზე გვექნება საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გზავნილები გაზიარებული იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის წევრები გერმანიის კანცლერთან, ოკუპაციაზე, ნატოში ინტეგრაციასა და წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრებენ. „გერმანიის კანცლერთან სამ მთავარ თემაზე გვექნება საუბარი, ეს სამი თემა კი არის, რაზეც ყველაზე დიდი პრობლემებია ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ეს არის ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ეს თემა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე აწეული და სამწუხაროდ, ჩავარდნა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში. მეორე, ეს არის ნატოში ინტეგრაცია და ძალიან მნიშვნელოვანი არის გერმანიის აქტიური როლი ამ კუთხით და მესამე, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა, დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები და წინასაარჩევნო ვითარება, ამ სამ ძირითად თემაზე გვექნება ჩვენ საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები გაზიარებული იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, -აღნიშნა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)