|
2018-08-23 10:32:56, 447 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი - ტყეში ნარჩენი რესურსის გამოყენებისა და გადამუშავების საწარმოების თანადაფინანსების კუთხით, ახალი პროგრამა ამოქმედდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ტყეში ნარჩენი რესურსის გამოყენებისა და გადამუშავების საწარმოების თანადაფინანსების კუთხით, 2019 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთის ეროვნულ საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე ინიციატივა, რომელიც მთიან რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას უკავშირდება. „მთიან რეგიონებში, სადაც სოფლის მეურნეობის კუთხით შეზღუდული არეალი არსებობს, არის ალტერნატიული ბუნებრივი რესურსები ტყის სახით, რომელიც მდგრადი მართვის პირობებში მოსახლეობისთვის შეიძლება იყოს ეფექტიანად გამოყენებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა ინიციატივები ტყეში ნარჩენი რესურსის გამოყენების და გადამუშავების საწარმოების თანადაფინანსების კუთხით, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება და საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ტყეზე ზეწოლა, შეშის გამოყენება, ვაწარმოოთ ალტერნატიული საწვავი საშუალებები ბრიკეტების და პელეტების სახით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის ინიციატივის მხარდაჭერა და ტყის რესურსის გამოყენება ამ კუთხით, მათ შორის, ეკოტურიზმის ინიციატივების წახალისება, ტყის ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა და მოწყობა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებითაც იქნება თანადაფინანსების კომპონენტები, რაც მაღალმთიან რეგიონებში დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, განავითარონ ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ. „ასევე გვექნება ინიციატივები, რომლებიც მხარს დაუჭერს ავეჯის წარმოებას და მერქნული რესურსის გამოყენებას. გარდა ამისა, ქართული ტყე ძალიან მდიდარია არამერქნული რესურსით - ეს არის როგორც ტყის კენკრა, ასევე სხვადასხვა ტიპის ხილი, სამკურნალო და საკვები მცენარეები. შესაძლებელია მათი გადამამუშავებელი, შესაფუთი საწარმოების ჩამოყალიბება და ეს ინიციატივაც მთიან რეგიონებში მხარდაჭერილი იქნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)