|
2018-08-22 19:24:10, 1440 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის მიერ და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე გამართული მოსმენისას გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი: „მაშინ, როდესაც, გერმანიის კანცლერი ჩამოდის საქართველოში, მაშინ როდესაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას, მაშინ, როდესაც აშშ-ს სენატში იმართება მოსმენა, რომელზეც წარსდგნენ აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები და დასმულ კითხვებშიც და მათ მიერ გაკეთბულ განცხადებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს. იყო განცხადებები გაკეთებული, როგორც სენატორების მხრიდან, ისე ვეს მიჩელის მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, აღნიშნული წარმოადგენს მკაფიო პასუხს ოპონენტების კრიტიკაზე, რომ თითქოსდა საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)