|
2018-08-22 18:42:32, 1264 ნახვა
პოლიტიკა
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. „ახალი კანონპროექტი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ" მოქმედი კანონიდან დიდ ნაწილს იმეორებს, მაგრამ ის იქნება ფართო მასშტაბის და შეეხება არა მარტო მავნე, მძიმე და საშიში პირობების მქონე სამსახურებს არამედ ყველა სფეროს, მათ შორის საჯარო სექტორსაც. ასევე, უფრო მეტად იზრდება შრომის ინსპექტორების უფლებები. მათი დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ დამოუკიდებლად შეეძლებათ თვითონ გადაწყვიტონ, შესამოწმებლად რომელ საწარმოში შევიდნენ". მისივე თქმით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური ცვლილებები, რომლებიც უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის კანონს. პროექტი მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში ჩართულები არიან სამოქალაქო სექტორის და ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის სოციალური პარტნიორები, სამინისტროების, პროფკავშირებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში კანონს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და მოემსახურება როგორც ბიზნესის, ისე ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის ინტერესებს. შეხვედრაზე დეტალურად, მუხლების მიხედვით განიხილეს პროექტი. სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)