13:01 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 18:51:37, 1433 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ვაკვირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს

ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით იმ კანდიდატებს,  რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს ნებისმიერ არჩევნებზე და საზოგადოებამ ეს იცის. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუნდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ჩვენ არაერთხელ ავხსენით, თუ რაში გამოიხატება ჩვენი მიდგომა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით იმ კანდიდატებს,  რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ, დისკუსია ამ საკითხზეც და მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თავისი არგუმენტები. ვინაიდან გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა ძალამ მონაწილეობა, თუმცა, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics