12:59 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 13:18:52, 1421 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე „ველმონდის“ დახურვაზე: ჩვენთვის უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია

„ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თამვჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ველმონდის" დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიასთან მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული პირები სამუშაო ადგილს და ხელფასს შეინარჩუნებენ.

„უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო ამ პროცესში. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ასევე ხელფასს. რაც შეეხება იმ ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

მისივე თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იყო აქტიურად ჩართული და ძალიან ეფექტურად, მოკლე ვადებში მოხდა ჩვენი ვიზიტორების გადაყვანა სხვადასხვა სასტუმროში.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების  საფუძველზე,  სასტუმრო „ველმონდი"(ყოფილი „ლეოგრანდი") დღეს, 18:00 საათზე დაიხურება. როგორც აჭარის მთავრობასა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმრო ფუნქციონირებას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დააკმაყოფილებისთანავე  დაიწყებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics