|
2018-08-17 12:50:49, 673 ნახვა
რეგიონი
წელს დასავლეთ საქართველოში თხილის და სიმინდის უკეთესი მოსავალია
წელს დასავლეთ საქართველოში სიმინდის და თხილის უკეთესი მოსავალია. ფერმერებმა, რომლებმაც აზიური ფაროსანას წინააღდეგ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო სამუშაოები განახორციელეს, კარგი მოსავალი აქვთ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროდან აცნობეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას დასავლეთ საქართველოში ეცნობა. მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში თხილის პლანტაციები და საყანე ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ე.წ. ანჯელის მასივში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და ფართობები ცივი შესხურერებით მუშავდება. ფერმერებმა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება მინიმალურია და შარშანდელთან შედარებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები წარმატებულად მიმდინარეობს და შედეგი თვალსაჩინოა. „ეს სწორედ ის ფართობებია, სადაც შარშან მავნებლის კონცეტრაცია საკმაოდ დიდი იყო. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, წელს მავნებლის გავრცელება მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო იქ, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, ფერმერების მიერ საჭირო აგროსამუშაოები სწორად ჩატარდა, კარგ მოსავალს ელოდებიან“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში არსებულ თხილის საშრობ და სასაწყობე საწარმოში, თხილის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო. სამეგრელოს რეგიონში თხილის კრეფა უკვე მიმდინარეობს. მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წელს სახელმწიფოს ძალისხმევით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანას მიერ თხილის დაზიანების წილი საკმაოდ მცირეა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)